მიხეილ მირაშვილი (ასოცირებული პროფესორი)
ფილოსოფიის მაგისტრი;
მიმართულება: ფილოსოფია;
მიხეილ მირაშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. წლების მანძილზე სხვადასხვა უნივერსიტეტში კითხულობს ფილოსოფიის, ლოგიკის, ლათინურისა და ძველი ბერძნული ენის კურსებს. გასულ წლებში იყო სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მთარგმნელი და მკვლევარი, „Letterato“ – აზროვნების აკადემიის მასწავლებელი, „Brain Hub“ – არაფორმალური განათლების ცენტრის ქოუჩი, ვატიკანის არქივების მკვლევარი და „ნებულა“-ს რედაქტორი.
მიხეილ მირაშვილი აქტიურადაა ჩართული პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშემწყობ ღონისძიებებში – ტრენინგები, კონფერენციები და სხვა. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია.