მიხეილ ჯანგავაძე (ასოცირებული პროფესორი)
მედიცინის დოქტორი;
მიმართულება: საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, (მორფოლოგია/ადამიანის ანატომია);
ექიმთა ასოციაციისა და პათოლოგანატომთა ასოციაციის წევრი.
მიხეილ ჯანგავაძე არის საქართველოს ექიმთა ასოციაციისა და საქართველოს პათოლოგანატომთა ასოციაციის წევრი, თსუ „კლინიკური პათოლოგიის დიაგნოსტიკური ცენტრი“-ს ექიმი-პათოლოგანატომი, თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ანატომიის და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. მას აქვს პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, გასულ წლებში იყო შპს „მრჩეველი მორფოლოგი“-ს ექიმი-პათოლოგანატომი, შპს „სტატუსი“-ს ექიმი-პათოლოგანატომი. ფლობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიურ ხარისხს, ასევე სახელმწიფო სერთიფიკატს პათოლოგიურ ანატომიასა და კლინიკურ პათოლოგიაში.
მიხეილ ჯანგავაძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის, ვორკშოპის და სემინარის მომხსენებელი და მონაწილე. მოპოვებული აქვს ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული გრანტები და მონაწილეობა აქვს მიღებული პროფესიული განვითარების პროგრამებში.