![](https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/110332499_2777230612505051_8483153378363235547_n.jpg)
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) გადმოსვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სტუდენტს, რომელმაც დადგენილ ვადაში – 28 იანვრიდან – 8 თებერვლის 18:00 საათამდე გაიარა რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=panQ1IiWqrA&t=33s
ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) მობილობის შედეგები გამოცხადდება 10 თებერვლამდე, რის შემდეგაც მობილობის მსურველი პირი ვალდებულია, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში – 2022 წლის 10 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით – მიმართოს განცხადებით EEU–ს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს EEU-ს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.