flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა EEU-ში დაიწყო!

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) გადმოსვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სტუდენტს, რომელმაც დადგენილ ვადაში –  16 აგვისტოდან – 30 აგვისტოს 18:00 საათამდე გაიარა რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე.

ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) მობილობის შედეგები გამოცხადდება 2 სექტემბერს, რის შემდეგაც მობილობის მსურველი პირი ვალდებულია, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში – 2021 წლის 2 სექტემბრიდან 10 სექტემბერის  ჩათვლით – მიმართოს განცხადებით EEU–ს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.

სპეციალური პირობები 2021-22 სასწავლო წელს მობილობით EEU-ში ჩარიცხული სტუდენტებისთვის:
EEU აცხადებს საბუთების მიღებას საბაკალავრო, სამაგისტრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე:
წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღების ვადები და ნუსხა:
მიღების წინაპირობა სამაგისტრო და ერთსაფეხურიან პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში:
სპეციალური პირობები 2021-22 სასწავლო წელს მობილობით EEU-ში ჩარიცხული სტუდენტებისთვის:

🔻 ისარგებლე მობილობით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) და მიიღე 30%-იანი საუნივერსიტეტო დაფინანსება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დარჩენილ ყველა წელზე:

  • საბაკალავრო პროგრამაზე საუნივერსიტეტო დაფინანსებით თქვენი სწავლის ყოველწლიური საფასური ნაცვლად 2250 ლარისა, არის 1575 ლარი;
  • სამაგისტრო პროგრამაზე საუნივერსიტეტო დაფინანსებით თქვენი სწავლის ყოველწლიური საფასური ნაცვლად 2500 ლარისა, არის 1750 ლარი;

🔻ისარგებლეთ გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით და სემესტრის განმავლობაში სწავლის საფასური თქვენი სურვილისამებრ გაყავით 2, 3, 4…. ან მეტ ნაწილად;

🔻 EEU-ში სწავლის პერიოდში ისარგებლეთ დაფინანსების დამატებითი სერვისებით:

  • მიიღე ყოველსემესტრული სტიპენდია წარჩინებულთათვის  – 600 ლარი;
  • სასწავლო გრანტი (სოციალურად დაუცველ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ და ა.შ. პირებზე)
  • სასწავლო ვაუჩერი საბაკალავრო პროგრამის EEU-ს კურსდამთავრებულებზე, რომლებიც აგრძელებს სწავლას შემდგომ საფეხურზე ამავე უნივერსიტეტში
  • ერთჯერადი ჯილდო სტუნდეტის მიერ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გამოჩენილი განსაკუთრებული აქტივობისთვის (მაგალითად, უნივერსიტეტის წარმოჩენა სპორტულ, კულტურულ, ინტელექტუალურ კონკურსებში, გამოფენებში, სამეცნიერო კონფერენციებში და ა.შ.)
  • სტუდედენტური სამეცნიერო პროექტებისა და აქტივობების დაფინანსება – 5000 ლარი;
  • უფასო სამედიცინო დაზღვევა  ,,მედისონის” კლინიკებში;
  • EEU-ში შიდა საუნივერსიტეტო ანაზღაურებადი დასაქმება/სტაჟირება;

🔻 გაიგე მეტი EEU-ს პროგრამების, პერსონალის, გაცვლითი პროგრამების, ახალი თანამედროვე კამპუსისა და დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრების შესახებ: https://eeu.edu.ge/portfolio/eeu-172/

EEU აცხადებს საბუთების მიღებას საბაკალავრო, სამაგისტრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე:
EEU-ში ყველა პროგრამა აკრედიტებულია!

საბაკალავრო პროგრამები (იხ. ბმული):

სამართალი – 45 ვაკანსია

ბიზნესის ადმინისტრირება  – 40 ვაკანსია

საერთაშორისო ურთიერთობები – 30 ვაკანსია

არქიტექტურა – 25 ვაკანსია

სამაგისტრო პროგრამები  (იხ. ბმული):

სამართალი – 10 ვაკანსია

საჯარო მმართველობა – 10 ვაკანსია

ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსებში – 10 ვაკანსია

განათლების კვლევები და ადმინისტრირება – 10 ვაკანსია

ადამიანური რესურსების მართვა – 10 ვაკანსია

აგრობიზნესის მენეჯმენტი – 10 ვაკანსია

ერთსაფეხურიანი პროგრამა  (იხ. ბმული):

დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი) – 20 ვაკანსია

წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღების ვადები და ნუსხა:

🔻მობილობის მსურველმა პირმა  2021 წლის 2 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის მიერ სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტები:

  • განცხადება EEU-ს რექტორის სახელზე (იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2021/08/ganacxadis-forma-mobilobistvis-2-2.docx );
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (2005-2010 წლებში ჩარიცხულთათვის);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • ფოტოსურათი (3X4)  – ბეჭდური 2 ც. და  ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინგლისური ენის (B2 დონის) ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

🔻გაითვალისწინეთ! მობილობის მსურველ პირს შეუძლია 30 აგვისტომდე მოგვმართოს (info@eeu.edu.ge, 032 2 48 01 41) კრედიტების წინასწარი აღიარების თხოვნით და 1 დღის ვადაში მიიღოს ინფორმაცია, EEU-ში ჩარიცხვის შემთხვევაში, რამდენი კრედიტი უღიარდება;

მიღების წინაპირობა სამაგისტრო და ერთსაფეხურიან პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში:
  • სამაგისტრო  პროგრამებზე  გადმოსვლის მსურველები გაივლიან ტესტირებას ინგლისურ ენაში (დისტანციურ ფორმატში). ტესტირებისაგან გათავისუფლდებიან კანდიდატები შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, ასევე, თუ აკადემიური პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვთ სასწავლო კურსი ინგლისურ ენაზე, ან სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისას ჩააბარეს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში.
  • დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვან) ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველები გაივლიან ტესტირებას ინგლისურ ენაში. ტესტირებისაგან კანდიდატების გათავისუფლების საფუძველია: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში  კომპეტენციის მინიმალური ზღვარის  85%+1-ის გადალახვა ან შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენა  ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში აღიარებულ აკრედიტებულ ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლა;
  • საბაკალავრო პროგრამებზე მიღების წინაპირობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მობილობის პორტალზე რეგისტრაციის დროს: https://students.emis.ge

ინგლისური ენის  ტესტის ნიმუში და  პასუხები

გამოცდა ინგლისურ ენაში – 13 სექტემბერი;

გამოცდის შედეგების გამოცხადება – 13 სექტემბერი;

სააპელაციო განაცხადების მიღება – 14 სექტემბერი;

უცხო ენის აპელაციაზე შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;

საბუთები მიიღება:  12:00–დან  19:00 სთ–მდე (შაბათ-კვირის გარდა) უნივერსიტეტის პირველ კამპუსში – თბილისი, ი. ენუქიძის ქუჩა N6 (დავით აღმაშენებლის ხეივანთან 200 მეტრში, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ) ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@eeu.edu.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისი, ი. ენუქიძის ქუჩა N6 (დავით აღმაშენებლის ხეივანთან 200 მეტრში, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ);
032 2 48 01 41; 598 11 33 96; 598 56 12 46; 595 03 93 93
info@eeu.edu.ge; k.aptarashvili@eeu.edu.ge

დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University