სასერტიფიკატო კურსის შესახებ
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე – ,,მოლაპარაკების ხელოვნება თანამედროვე ციფრულ სამყაროში’’.
გთავაზობთ მრავალფეროვან და მოქნილ საგანმანათლებლო კურსს პრაქტიკოსი ლექტორისგან, დარგის ექსპერტისგან.
კურსი აერთიანებს მოლაპარაკებების, მათ შორის საერთაშორისო დიპლომატიური მოლაპარაკებების, თეორიულ საფუძვლებსა და პრაქტიკულ კომპონენტებს. იგი მოიცავს მოლაპარაკებების არსსა და მნიშვნელობას, მოლაპარაკებისთვის მომზადებისა და მისი წარმატებით წარმართვის სტრატეგიასა და ტექნიკას, ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და ემოციების როლს, ასევე სასურველი შეთანხმების მიღწევის პროცესს.
პრაქტიკული ნაწილი ეფუძნება მრავალფეროვან სიმულაციებს, სადაც მონაწილეები რეალური სიტუაციების მოდელირებით გაიუმჯობესებენ მოლაპარაკების უნარებს, ისწავლიან ეფექტურ კომუნიკაციას, ემოციების მართვასა და სტრატეგიულ აზროვნებას.
კურსის თემატიკა/პროგრამა
ტრენერები
აქვს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, არასამთავრობო და აკადემიურ დონეზე ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე.
წარმოადგენდა ქვეყანას აშშ–საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობის კომისიაში, ევროკავშირთან თემატურ კომიტეტებში, შავი ზღვის კომისიაში და გაეროს კლიმატურ და გარემოსდაცვით პროცესებში. მონაწილეობდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებში (ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, EU-სთან და EFTA-სთან). ფლობს 20-წლიან პედაგოგიურ გამოცდილებას საერთაშორისო ურთიერთობებში, დიპლომატიასა და მოლაპარაკებებში.
სასწავლო პროცესის მიმდინარეობა
საკონტაქტო საათების რაოდენობა: 16 საათი
შეხვედრებისა და თითოეული სესიის ხანგრძლივობა: კვირაში სამი შეხვედრა, დასკვნითი სესია; 5 შეხვედრა 2 საათიანი და 2 შეხვედრა 3 საათიანი; სესიები გაიმართება დღის მეორე ნახევარში.
დეტალური განრიგის შეთანხმება განხორციელდება პირველ გაცნობით შეხვედრაზე.
კურსის განხორციელების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU); მისამართი: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ).
სამუშაო ენა: ქართული
კურსზე მიღების პროცედურა/დაშვების წინაპირობა:
სასერტიფიკატო კურსით დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 1-ელი დეკემბერი.
სასერტიფიკატო კურსის ღირებულება: 350 ლარი
საუნივერსიტეტო დაფინანსება: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს საუნივერსიტეტო დაფინანსება და მათთვის კურსის ღირებულება 150 ლარია.
სასერტიფიკატო კურსის საფასურის გადახდა 1 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებელია ,,საქართველოს ბანკის”, “TBC” ან ,,პროკრედიტ” ბანკის ნებისმიერ ფილიალში. გადახდის დროს აუცილებელია სწორად იყოს მითითებული აპლიკანტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
საბანკო ანგარიშები იხ. ბმულზე.
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი:
კურსი განკუთვნილია:
• საჯარო სექტორში დასაქმებული ან დასაქმების მსურველებისთვის რომელთაც მოუწევთ საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
• კერძო სექტორის მენეჯერებისა და ლიდერებისთვის, რომლებიც უცხოელ პარტნიორებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს;
• საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი სპეციალისტებისთვის;
• სტუდენტებისა და აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც აინტერესებთ დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები და მოლაპარაკების ტექნიკა;
• სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
სერტიფიკატი
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.



