აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაცია – საზოგადოება “ბილიკი“ მოხალისეობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მოხალისეების მიღებას.
საზოგადოება “ბილიკი” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლის მაისში დაფუძნდა შიდა ქართლში (გორი) და მუშაობს მოწყვლად ჯგუფებთან.
საზოგადოება “ბილიკი” აცხადებს მოხალისეების მიღებას შემდეგ სამსახურებში:
- საგანმანათლებლო სტუდია (ფორმალური, არაფორმალური, ინგლისური ენა)
- ფსიქოლოგიური სამსახური
- შემოქმედებითი სტუდია (ცეკვა, სიმღერა, ქარგვა, ხატვა)
- საოფისე საქმიანობა
- საკლუბო მუშაობა (ტრენინგების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, კლუბის ხელმძღვანელის დახმარება).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო დროის ხანგრძლივობა – კვირაში მინიმუმ 4 საათი;
- ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობა;
- მთლიანი პროგრამის განმავლობაში (დაახლოებით 4 თვე) მუშაობა;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადა არის 2021 წლის 18 ოქტომბერი.
გორში მოხალისეობის პროგრამაში ჩართვისთვის დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/6EXpyMKeAcnYBw296 და გააგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bilikivolunteering@gmail.com ან წარადგინეთ საზოგადოება “ბილიკში”: ქ. გორი, რუსთაველის ქ. 19/ა.