აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ორგანიზებული ღია კარის დღეების ფარგლებში 28 მაისს გაიმართება საჯარო ლექცია-გამოფენა: ,,მწვანე ქალაქის კონცეფცია – სტუდენტური შემოქმედება’’.
სამიზნე ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოუსმინონ ცნობილ არქიტექტორებს, EEU-ს პროფესორებს. შეხვედრის ფარგლებში განხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის არქიტექტურის კვლევითი-საპროექტო ბიუროს პრეზენტაცია. მოსწავლეები გაეცნობიან EEU-ს სტუდენტების საქმიანობას კვლევით-საპროექტო ბიუროში. ღონისძიების მიმდინარეობისას ასევე გაიმართება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების არქიტექტურული ნამუშევრების გამოფენა.