აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი 2022 წლის 23 ივნისს, 17:00 საათზე, მართავს სემინარს: „საერთო ენის განვითარება: აკადემიური პერსონალი – ადმინისტრაციული პერსონალი – სტუდენტები“.
უმაღლესი განათლების მუდმივმოქმედი სემინარი ფუნქციონირებს სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის ბაზაზე. სემინარის მიზანია ისეთი სივრცის შექმნა, რომლის ფარგლებშიც განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლები შეძლებენ, ერთმანეთს გაუზიარონ უმაღლესი განათლების შესახებ საკუთარი პერსპექტივები და ხედვები. ის, ასევე, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ქართულ სივრცეში ინოვაციური იდეების, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკისა და მიდგომების გავრცელებას. მუდმივმოქმედი სემინარის ხელმძღვანელია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ გიბსი.
მუდმივმოქმედი სემინარის მეორე შეხვედრა მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო სივრცეში ეფექტური დიალოგის მოდელების ანალიზსა და ისეთი პერსპექტივის განვითარებას, რომელიც საუნივერსიტეტო საზოგადოების ყველა მხარის ინტერესს გაითვალისწინებს.