ნანა ზავრადაშვილი (ასოცირებული პროფესორი)
საერთაშორისო მაგისტრი ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკასა და სერვისებში;
მიმართულება: ფსიქიატრია;
რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის კონსულტანტი ფსიქიატრი.
ნანა ზავრადაშვილი არის რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის კონსულტანტი ფსიქიატრი. აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას, სხვადასხვა წლებში იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონსულტანტი ფსიქიატრი, აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრი, ფსიქიატრიის სარეზიდენტო პროგრამის კოორდინატორი, კოალიცია “ადამიანის უფლებები ჯამრთელობის დაცვის სფეროში” აღმასრულებელი დირექტორი.
ნანა ზავრადაშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების აქტიური მონაწილე და მომხსენებელი. ის არის ჩართული პროფესიული განვითარების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, პაციენტთა უფლებების დაცვის პროგრამებში და პროექტებში, გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები ადგილობრივ და საერთაშირისო ორგანიზაციებში, ასევე თავად უძღვება კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგ კურსებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.