განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით განათლების სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოცამდე სტუდენტმა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან.
EEU განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა, თამარ თხელიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: ,,სამეცნიერო ხელმძღვანელის გავლენა სადისერტაციო ნაშრომის ხარისხზე”
კონფერენციას ასევე ესწრებოდა EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი;
კონფერენციაზე გაზიარდა საინტერესო პრაქტიკები და რეკომენდაციები მაგისტრანტთა კვლევის თემატიკების შესაბამისად. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოსაზრებით, ამგვარი კონფერენციები წაახალისებს მაგისტრანტების მიერ განხორციელებულ კვლევით კომპონენტს და უფრო მეტად დაახლოებს სისტემის ჩართულ მხარეებს განათლების სფეროში არსებული გამოწვევების გაანალიზების და გადაჭრის გზების ძიებისთვის.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები