2024 წლის 21 დეკემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური ვორქშოპი Neurodialogues: Cases & Skill Enhancement გაიმართა, რომელიც მიზნად ნევროლოგიური შემთხვევების განხილვასა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ისახავდა.
ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ელენე ზურაბიშვილმა გახსნა. აუდიტორიას ასევე მთავარმა სპიკერებმა დევიდ შალამბერიძემ (ნეიროქირურგი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი) და ნიკა ზირაქაშვილმა (გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი, ჩაფიძის გულის ცენტრი).
ვორქშოპის I სექცია – კლინიკური შემთხვევების პრეზენტაციებს მოიცავდა, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს შემთხვევები საშუალო ცერებრალური არტერიის სინდრომზე, ნევროლოგიურ საიდუმლოზე, ეპილეფსიისა და ბიპოლარული სიმპტომების ორმაგ ტვირთზე თავის ტრავმის შემდეგ, ნევროლოგიური თავსატეხი „როცა დრო არის ტვინი“ და ა.შ.
II სექციაზე, პროფესორ დევიდ შალამბერიძის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა ლუმბალური პუნქციის სიმულატორზე ლუმბალური პუნქციისა და თავ-ზურგ-ტვინის სითხის მიღების პრაქტიკული მანიპულაცია შეასრულეს, ხოლო III სექციაზე – ნიკა ზირაქაშვილმა სტუდენტებს ნევროლოგიური გადაუდებელი შემთხვევების მართვის პრაქტიკული ტრენინგი ჩაუტარა.
ღონისძიება მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.
ვორქშოპის მიზანი სტუდენტების პროფესიული უნარების გაღრმავება, კლინიკური აზროვნების განვითარება და ნევროლოგიური პრაქტიკის მიმართ ინტერესის გაზრდა წარმოადგენდა.