ნინო რაჭველიშვილი (ასოცირებული პროფესორი)
განათლების დოქტორი
მიმართულება: განათლების ფსიქოლოგია
ნინო რაჭველიშვილი არის განათლების დოქტორი განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით და 2013 წლიდან აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. გასულ წლებში იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი.
ნინო რაჭველიშვილი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. არის თხუთმეტამდე საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი. გამოქვეყნებული აქვს ერთი საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაცია თემაზე ,, Achievement motivation toward learning English Language in modern educational context of Georgia’’ და გავლილი აქვს არაერთი პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსი.