ნინო ახალაია (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: ფსიქოლოგია;
ნინო ახალაია არის ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი ,,იდილიას’’ და ,,დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრის’’ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი. აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას. გასულ წლებში იყო ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის და საზოგადოებრივი რადიო 1–ის ერთობლივი პროექტი ,,მედიატორი“-ს კოორდინატორი და ექსპერტი, სოციალური რეაბილიტაციის და ადაპტაციის ცენტრი “აისი”-ის სამედიცინო ფსიქოლოგი, „SOS-ბავშვთა სოფელი“-ს მიწვეული ფსიქოლოგი და ტრენერი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,World Vision’’ – ომის შემდგომ დაზარალებულ პირთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ფსიქოლოგ-კონსულტანტი.
ნინო ახალაია აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, გავლილი აქვს სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი, ტრენინგი და სემინარი.