მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, 19:00 საათზე, EEU-ს პირველი რესპუბლიკის სახელობის აუდიტორიაში №26 აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გაიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლების საჯარო ლექცია კონკურსის ,,გაიარე სტაჟირება, გახდი ნოტარიუსი” ფარგლებში.
ნოტარიუსებმა ლევან კობახიძემ და სვეტლანა კლოიანმა სტუდენტებს წაუკითხეს საჯარო ლექცია სტაჟირების თაობაზე, რომელიც საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსობის მსურველთათვის გამოაცხადა; ამასთანავე, ისინი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ესაუბრნენ ზოგადად პროფესია ნოტარიუსის შესახებ და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია 2019 წლის 09 ნოემბრიდან 04 დეკემბრის ჩათვლით. სტაჟირების კონკურსი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ამ პროფესიით დაინტერესებული პირი გახდეს ნოტარიუსი.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 10 თვეს, მათ შორის, თეორიული კურსის ხანგრძლივობაა 5 თვე.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: https://www.notary.ge/geo-4785-stajiorta-konkursi-gamocxadda-
https://www.notary.ge/geo-4836-shexvedra-agmosavlet-evropis-universitetis-studentebtan


