მიმდინარე წლის 19 დეკემბერს სსიპ-განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საექთნოს საქმის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას სტანდარტებთან სრული შესაბამისობით აკრედიტაცია მიენიჭა!
პროგრამას ხელმძღვანელობენ EEU-ს ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ელენე ზურაბიშვილი და პროფ. ნონა გოშაძე
ვულოცავთ პროგრამის ხელმძღვანელებს, განმახორციელებელ პერსონალს, დამსაქმებლებს, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტსა და სტუდენტებს პროგრამის აკრედიტაციის წარმატებით გავლას!!
პროგრამის შესახებ დეტალები იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/nursing/



