პროექტი „ადგილები და სივრცეები უნივერსიტეტის შიგნით და მის მიღმა“ გრძელდება! ამჯერად მოეწყო ტური ძველ თბილისში. ქართველმა და საერთაშორისო სტუდენტებმა მოინახულეს სოლოლაკი და მთაწმინდა, მოხატული თბილისური სადარბაზოები და ტიპიური თბილისური ეზოები, ასევე, არქიტექტურულად გამორჩეული საცხოვრებელი სახლები (XIX საუკუნის ბოლო – XX საუკუნის დასაწყისი). ღონისძიების დასასრულს დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები.