კვლევა ხორციელდება ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის მიერ. კვლევას ახორციელებენ პროფესორი გიორგი თავაძე (ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი), ასისტენტ-პროფესორი ირაკლი ჩხაიძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ვლადიმერ ლიპარტელიანი (ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი). კვლევის მიზანია სახელმწიფოს, ერის და დემოკრატიის შესახებ კოლონიურ და პოსტკოლონიურ პერიოდებში არსებული განსხვავებული დისკურსების ანალიზი, ასევე, ამ დისკურსების ცვლილებისა და მათი რეცეფციის შესწავლა.