23 აპრილს, 16:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის გაიმართება Online სემინარი: „უნივერსიტეტის დანიშნულება ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის მიხედვით: იდეა და რეცეფცია“.
სემინარის მიზანს წარმოადგენს სამიზნე ჯგუფის წევრებისთვის უმაღლესი განათლების მოდელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
სემინარის თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- გერმანელი სახელმწიფო მოღვაწის, ფილოსოფოსისა და ენათმეცნიერის, ბერლინის უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებლის ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის (1767-1835 წწ.) ტექსტი „უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულებების შიდა და გარე ორგანიზაციის შესახებ“;
- უნივერსიტეტის ჰუმბოლდტისეული მოდელის რეცეფციის (აღქმის) საკვანძო მომენტები და მისი მნიშვნელობა დღეს;
- ჰუმბოლდტისეული უნივერსიტეტის კონცეფცია, ამ იდეის გააზრების ისტორია.
სპიკერი: გიორგი თავაძე – ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი.
სემინარის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და პერსონალი.
სამუშაო ენა: ქართული
სემინარის განხორციელების განრიგი: 23.04.2021, 16:00 საათი
სემინარის ხანგრძლივობა: 1 საათი
ფორმატი: სემინარი ჩატარდება დისტანციურად MS TEAMS-ში
სემინარზე დასწრების ბმული: https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ae2efc1f25f6f4e558ff821aa940ef734%40thread.tacv2/1618824506796?context=%7b%22Tid%22%3a%220465af59-54cd-463b-b47f-d077020f47a2%22%2c%22Oid%22%3a%223b258d65-486c-4525-aeb0-7f50219f9da4%22%7d