13 აპრილს, 17:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართება Online სემინარი „სასწავლო მიგრაცია ქართველი სტუდენტები – გამოწვევები და შესაძლებლობები“.
შეხვედრის მიზანია სტუდენტთა ინფორმირება სასწავლო მიგრაციის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც დღეს სასწავლო მიგრაციის წინაშე დგას.
სემინარის თემატიკა, სადისკუსიო საკითხები:
- გერმანიაში არსებული სასწავლო პროგრამები, სტიპენდიები და პირობები;
- აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამები და პირობები;
- სარგებელი, რომელსაც GIZ-ის მიგრაციისა და განვითარების პროგრამა ახორციელებს გერმანიიდან დაბრუნებულ სტუდენტებთან მიმართებაში;
- საქართველოში დაბრუნების შემდგომი პერსპექტივები.
მოდერატორი: ლელა გოგინავა – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.
მომხსენებლები:
ლელა გოგინავა – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; თემა: სასწავლო მიგრაცია, ქართველი სტუდენტები და გამოწვევები;
გებჰარდ როილი – DAAD თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი; თემა: Study and Research in Germany;
ნინო ანთაძე – გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასწავლო და სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორი; თემა: DAAD-ს სტიპენდიები საქართველოსთვის;
ირმა წერეთელი – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის GIZ პროგრამის „მიგრაცია და დიასპორა“ კოორდინატორი; თემა: პროგრამა მიგრაცია და დიასპორა.
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები
სამუშაო ენები: ქართული; ინგლისური
სემინარის განხორციელების განრიგი: 13.04.2021, 17:00 საათი
სემინარის ხანგრძლივობა: 2 საათი
სემინარზე დასასწრებად გთხოვთ, 13 აპრილის 14:00 საათამდე გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3fZmKPe
ფორმატი: შეხვედრა ჩატარდება დისტანციურად MS TEAMS-ში
სემინარზე დასწრების ბმული: https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ae2efc1f25f6f4e558ff821aa940ef734%40thread.tacv2/1618047362502?context=%7b%22Tid%22%3a%220465af59-54cd-463b-b47f-d077020f47a2%22%2c%22Oid%22%3a%223b258d65-486c-4525-aeb0-7f50219f9da4%22%7d