
2021 წლის 9-10 დეკემბერს, ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია „კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“.
2022 წელს კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები სამეცნიერო კრებულის სახით გამოიცემა. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ორგანიზებით ანალოგიური კონფერენციის ჩატარება მომდევნო წელსაც იგეგმება.