Tbilisi Open Air მეორე წელია მასპინძლობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU), სადაც სტუდენტებმა ფესტივალის ტერიტორიაზე განკუთვნილი სტუმრებისთვის მოსასვენებელი სივრცე მოაწყეს. ღონისძიების ფარგლებში ჩართულები იყვნენ EEU-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც იზრუნეს მოსასვენებელი სივრცის ვიზუალურ გაფორმებაზე.
ფესტივალში მონაწილე სტუდენტები:
- მაგდალენა კირკიტაძე;
- თამარ ბერიძე;
- ნინი კვარაცხელია;
- სულხან სურმანიძე;
- სერგი ბრეგვაძე;
- მირიან მიქავა.
EEU-ს სტუდენტებმა ფესტივალის განმავლობაში დაინტერესებულ სტუმრებს უმასპინძლეს, გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ და დაარიგეს სამახსოვრო სამაჯურები.