ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA)
EUA აერთიანებს 800 უნივერსიტეტს (სრული და ასოცირებული წევრები) და რექტორების ეროვნულ კონფერენციას 48 ევროპული ქვეყნიდან. EEU ასოციაციის ინდივიდუალური სრული წევრია 2021 წლიდან.
ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია (ELFA)
დაფუძნდა 1995 წელს ევროპის 80-ზე მეტი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ ბელგიის ქალაქ ლევენში და დღეს მსოფლიოს 4 კონტინენტიდან 49 ქვეყნის 150-ზე მეტ იურიდიულ ფაკულტეტს აერთიანებს. EEU ასოციაციის წევრია 2020 წლიდან.
ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO)
ორგანიზაციაში გაწევრიანებულია ევროპის ქვეყნების (გერმანია, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ჰოლანდია, უნგრეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, კვიპროსი და ა.შ.) წამყვანი უნივერსიტეტები და ინსტიტუტები. EEU ორგანიზაციის წევრია 2017 წლიდან.
სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია (AMEE)
ასოციაციაში გაწევრიანებულნი არიან საგანმანათლებლო დაწესებულებები ხუთი კონტინენტის 90 ქვეყნიდან.
სამედიცინო სკოლების ასოციაცია ევროპაში (AMSE)
AMSE ქმნის სივრცეს ევროპული უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტებისთვის, სადაც შესაძლებელია გამოცდილების გაზიარება განათლების, კვლევისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
აშშ–ს მსოფლიო განათლების მომსახურების ორგანიზაცია
ორგანიზაცია დაარსდა 1974 წელს და მისი საქმიანობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საერთაშორისო განათლების კვალიფიკაციის აღიარება, მობილობის ხელშეწყობა და შესაბამისი შეფასება-რეკომენდაციების გაცემა. საქართველო ორგანიზაციის წევრია 2018 წლიდან.
დიდი ბრიტანეთის მკვლევართა პოტენციალის განმახორციელებელი პროგრამა – Vitae
Vitae -ს პარტნიორები არიან სამთავრობო, პროფესიული და კვლევების დამფინანსებელი ორგანოები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებები და დონორი ორგანიზაციები. საქართველო პროგრამის წევრია 2020 წლიდან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)
მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1948 წელს. მასში გაერთიანებულია 194 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამა აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
სამედიცინო სკოლების მსოფლიო კატალოგი
კატალოგში შესულია მსოფლიოში არსებული, აღიარებული მედიცინის სკოლები. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯადაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტი კატალოგში ირიცხება 2017 წლიდან.
ინდოეთის მედიცინის საბჭო (MCI)
დაარსდა 1934 წელს და წარმოადგენს ოფიციალურ ორგანოს, რომლის მიზანია ინდოეთის სამედიცინო განათლებაში მაღალი სტანდარტების დანერგვა. საბჭო გასცემს სამედიცინო კვალიფიკაციის აღიარებას და აკრედიტაციებს სამედიცინო სკოლებისთვის.
შავი ზღვის რეგიონის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ქსელი
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „შავი ზღვის აუზის ოპერაციების ერთობლივი პროგრამის“ ფარგლებში არსებული პროექტი, რომლის მიზანია პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო ღირებულებებისა და გამოცდილების გაზიარება. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი პროექტში ჩართულია 2014 წლიდან.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG) არის გლობალური შეთანხმების ინიციატივის ადგილობრივი ქსელი. საქართველოს ქსელმა საქმიანობა 2016 წელს დაიწყო. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინიციპის მხადაჭერა, ასევე, გაეროს განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭო (EUA-CDE)
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭო (EUA-CDE) შეიქმნა 2008 წელს. მისი შექმნიდან დღემდე, EUA-CDE აქტიურად მუშაობს ევროპაში სადოქტორო განათლების განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით. დღესდღეობით იგი ყველაზე მასშტაბური ევროპული ქსელია ამ სფეროში და მოიცავს 260-ზე მეტ უნივერსიტეტს და ინსტიტუტს, რომლებიც მუშაობენ სადოქტორო განათლებისა და კვლევითი ტრენინგის საკითხებზე 36 ქვეყანაში.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი EUA-CDE- ის წევრი 2021 წელს გახდა.
EURAXESS – ევროკავშირის წევრი და ასოცირებული სახელმწიფოების უნიკალური კვლევისა და ინოვაციების ინიციატივა.
EURAXESS– ის წევრობა ქართველ მეცნიერებს აძლევს საშუალებას მიიღონ: მსოფლიოს მასშტაბით 500 – ზე მეტი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო გრანტი
წვდომას მსოფლიოს წამყვან 15000-ზე მეტ უნივერსიტეტთან, სამეცნიერო ინსტიტუტსა და კვლევით დაინტერესებულ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან; 40-ზე მეტი ქვეყნის ფინანსურ რესურსთან, რაც აჭარბებს რამდენიმე მილიარდ ევროს.
ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლების ასოციაცია (ASPHER)
საკვანძო დამოუკიდებელი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლის გაძლიერებას ამ სფეროს პროფესიონალების განათლებისა და სწავლების განვითარების გზით, როგორც პრაქტიკული, ასევე კვლევითი მიმართულებით.
უმაღლესი განათლების აკადემია – Advance HE
დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემია – Advance HE აერთიანებს 400-მდე წევრ ორგანიზაციას, მათ შორის კვლევით ცენტრებს დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს 25 ქვეყნიდან. Advance HE მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზრუნავს გააუმჯობესოს უმაღლესი განათლება და შესაძლებლობებს აძლევს პერსონალს პროფესიული განვითარებისა და აღიარებისთვის (Associate, Senior, Principal, Fellowship of HEA), უნივერსიტეტების მდგრადი განვითარებისა და ორგანიზაციის სტრატეგიული ტრანსფორმაციისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისათვის.