მიმდინარე წლის თებერვალში ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი პროგრამის პირველსემესტრელი სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრების სერია გაიმართა.
შეხვედრების განმავლობაში ფაკულტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სპეციფიკა, შეფასების სისტემა, სასწავლო პროცესის ვადები, EEU-EL სასწავლო ბაზის გამოყენება, აკადემიური კალენდარი, საგამოცდო პროცესისა და აპელაციის წესი გააცნო. სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია საბიბლიოთეკო რესურსების, ელექტრონული ბიბლიოთეკის გამოყენების წესის, უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური სერვისების, სტუდენტური კლუბების, აკადემიური/სამეცნიერო თუ ექსტრაკურიკულური აქტივობების შესახებ.
ამასთან ერთად, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია სტუდენტური თვითმმართველობის, სტუდენტებისთვის უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობის, უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და აკადემიური კეთილსინდისიერების, კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრის, ღია გული – საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და სხვა კლინიკური ბაზების შესახებ.
შეხვედრების ბოლოს სტუდენტებმა უნივერისტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.









