ნინი მიქაძე

“გაცვლითი პროგრამა, ვფიქრობ, ძალიან დიდი გამოწვევაა სტუდენტისთვის. გამოცდაა ერთგვარი , რამდენად შემდგარი და რეალიზებული ადამიანი ხარ. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ ბევრი რამ მასწავლა , დამოუკიდებლობიდან დაწყებული საკუთარი თავის უკეთ შეცნობით დამთავრებული. ისედაც მიყვარს თავგადასავლები და მუდმივად ჩემს თავზე მუშაობა, შესაბამისად ეს იყო ჩემთვის შანსი დამემტკიცებინა რამდენად სწორ გზას ვადგავარ. გაცვლითმა პროგრამამ მასწავლა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, მაჩუქა ბევრი ახალი მეგობარი, მომცა უფრო მეტი ცოდნა ჩემს სფეროში და რაც მთავარია მომცა საშუალება, საკუთარი თავი სხვა მხრიდან დამენახა . პოლონეთიდან ბევრად გაზრდილი ჩამოვედი, როგორც პიროვნულად, ისე ცოდნის დონით.”
“რუსუდან ჩერქეზიშვილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრით ვსწავლობდი უცხოთში, სადაც თითოეული დეტალი სიახლე იყო ჩემთვის. შევისწავლე სხვა კულტურის მქონე ადამიანები, მათი დამოკიდებულებები და ხედვები, მივიღე საერთაშორისო გამოცდილება და უდიდესი პრაქტიკა, როგორც უცხოური (ინგლისური) ენის, ასევე პროფესიული თვალსაზრისით. შეკითხვაზე, თუ რა მომცა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღებამ, პასუხი ცალსახაა: დამოუკიდებლად ცხოვრება, საკუთარი თავის მეტად შემეცნება და ამა თუ იმ ცხოვრებისეული გამოწვევის გადალახვა.”

რუსუდან ჩერქეზიშვილი

ანანო ხარაიძე
“გაცვლითი პროგრამით ვიმყოფებოდი პოლონეთში, კერძოდ ლოძის უნივერსიტეტში, რამაც საშუალება მომცა გამომეცადა სწავლების განსხვავებული მიდგომები. ასევე შესაძლებლობა მქონდა მომესმინა ევროპის სასამართლოს იურისტების ლექციებისთვის. იქ გატარებულმა დრომ დიდი გავლენა იქონია ჩემს, როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ ზრდაზე. გავხდი მეტად დამოუკიდებელი და თვითდაჯერებული.
საბოლოოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სწავლამ და გაცვლითმა პროგრამამ მომცა საკუთარი თავის პოვნის, განვითარებისა და თვითრეალიზების საშუალება.”
საბოლოოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სწავლამ და გაცვლითმა პროგრამამ მომცა საკუთარი თავის პოვნის, განვითარებისა და თვითრეალიზების საშუალება.”
“სწორედ, ჩვენი უნივერსიტეტის წყალობით აღმოვჩნდი გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი სტუდენტი, პოლონეთის ქალაქ ლოძში. „ლოძის უნივერსიტეტში“ სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტზე ერთი სემესტრის განმავლობაში, 2020 წლის თებერვლიდან, 2020 წლის ივნისის ჩათვლით ვისწავლე. გარდა მაღალი სტანდარტის განათლებისა, პოლონეთიდან საოცარი შთაბეჭდილებები და დამოუკიდებლად უცხო ქვეყანაში ცხოვრების დიდი გამოცდილება გამომყვა.”

ქრისტინე ქარდავა

ანა არველაძე
“მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მოგიყვეთ იმ შესანიშნავი გამოცდილების შესახებ, რომელიც აღმოსავლეთ ვროპის უნივერსიტეტმა მომცა. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაცვლითი ერთი სემესტრი ვისწავლე პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში. ეს პერიოდი უმნიშვნელოვანეს და დაუვიწყარ მოგონებად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში.
პროგრამის ფარგლებში განათლება პოლონეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში მივიღე. გავეცანი პოლონურ კულტურას, გავიარე პოლონური ენის კურსი, შევიძინე ბევრი საინტერესო და მართლაც გამორჩეული მეგობარი, რომლებთან ერთადაც ბევრი ვიმოგზაურე და უამრავი ფერადი მოგონება დამრჩა. ამ პერიოდმა ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა, გავიზარდე როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. მადლობა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი მოგონებებისთვის.“