2022 წლის 2 აპრილს 11:00 საათზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ამავე უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებული საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგთა კონფერენცია თემაზე – „მიგრაციის ფემინიზაცია და მისი გავლენა მოზარდებზე “.
მოდერატორი: ლელა გოგინავა – მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი.
კონფერენციის პირველი ნაწილი დაეთმობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლების მოხსენებებს, ხოლო მეორე ნაწილი დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფსიქოლოგები, განათლების სფეროს წარმომადგენლები და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის აკადემიური პერსონალი.


