აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სახელმწიფოსა და სამართლის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით 2025 წლის 1-2 თებერვალს გაიმართება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პრაქტიკული კურსი.
კურსის მიზანი: EEU-ს სახელმწიფოსა და სამართლის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პოპულარიზაცია; აქტივობის ფარგლებში გამოვლენილი საკითხები გამოყენებული იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და მექანიზმების შესწავლისთვის.
კურსის პროგრამა/დღის წესრიგი იხ. ბმულზე.
ტრენერები:
- ზურაბ აზნაურაშვილი – საჯარო მმართველობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებელი, შპს ნექსია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.
- ნიკა ასვანუა – საჯარო მმართველობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებელი, შპს მონაცემთა დაცვის ოფიცრის დირექტორი.
- გიორგი მირიანაშვილი – სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის თავმჯდომარე, შპს მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებელი.
სამიზნე ჯგუფი: საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის წევრები.
საკონტაქტო საათების რაოდენობა: 10 საათი
პრაქტიკული კურსის ღირებულება: უფასო
სამუშაო ენა: ქართული
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, EEU საკონფერენციო დარბაზი – 401
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.