აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სახელმწიფოსა და სამართლის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და Data Protection Officer LLC/შპს მონაცემთა დაცვის ოფიცრის ერთობლივი ორგანიზებით 2025 წლის 8-9 თებერვალს, EEU-ს საკონფერენციო დარბაზში (201) განხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) მოსამზადებელი პრაქტიკული კურსი.
კურსის მიზანია, მსმენელებს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ წესებსა და პირობებზე, რაც აუცილებელია ორგანიზაციის საქმიანობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
კურსის ფარგლებში განხილული იქნება ყველა იმ წერილობითი დოკუმენტის შინაარსობრივი მხარე, რომელთა დამტკიცებაც ახალი კანონიდან გამომდინარე ორგანიზაციებისთვის სავალდებულო გახდა.
კურსი აგებულია პრაქტიკული დავალებების კომპონენტებზე, რაც მოიცავს პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ყველა საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობას.
მიღებული ცოდნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებს ხელს შეუწყობს მონაცემთა დამუშავების პროცესების იდენტიფიცირებისა და მისი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში.
ტრენერები:
- გიორგი მირიანაშვილი – სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის თავმჯდომარე, შპს მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებელი;
- ნიკა ასვანუა – საჯარო მმართველობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებელი, შპს მონაცემთა დაცვის ოფიცრის დირექტორი.
სამიზნე ჯგუფი: ყველა დაინტერესებული პირი
საკონტაქტო საათების რაოდენობა: 10 საათი (8-9 თებერვალი, 10:00 – 15:00 სთ.)
პრაქტიკული კურსის ღირებულება: 350 ლარი
სამუშაო ენა: ქართული
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, EEU საკონფერენციო დარბაზი – 201
კურსზე მიღების პროცედურა/დაშვების წინაპირობა:
- კურსით დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოს ფორმა;
- კურსის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ტრენინგის დაწყებამდე (საბანკო ანგარიში: GE95BG0000000586700205);
- ინვოისის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ შპს მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელფოსტის მისამართზე: contact@dpo.ge