აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 21 დეკემბერს, EEU-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საჯარო ლექცია: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმები და პრობლემატიკა საქართველოში“.
შეხვედრის მიზანი საქართველოში მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაცნობა და გააზრება იყო.
EEU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა ნიკა ასვანუამ – საჯარო მმართველობის დოქტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მრჩეველი.
ღონისძიების ფარგლებში სამიზნე ჯგუფის წევრები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:
- პერსონალური მონაცემების ისტორიული მიმოხილვა;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის არსი;
- პერსონალურ მონაცემთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები.
საჯარო ლექცია სტუდენტების აქტიური ჩართულობით ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა დასვეს კითხვები და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.