დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში ინტერდისციპლინური დიალოგი მეცნიერული აქტიურობის მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა. განსხვავებულ დისციპლინათა წარმომადგენლებს შორის აქტიური კომუნიკაცია ხელს უწყობს ახალი იდეებისა და თეორიების გენერირებას, ინოვაციური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას. პროექტის მიზანია ისეთი კომუნიკაციური ველის შექმნა, რომლის ფარგლებშიც სამართალმცოდნეები და ფილოსოფოსები ინტერდისციპლინური დიალოგის წარმართვას შეძლებენ და თავიანთ იდეებსა და მოსაზრებებს ერთმანეთს გაუზიარებენ. ცენტრის ინიციატივით მოეწყობა ინტერდისციპლინური ღონისძიებები, რომლებზეც განხილული იქნება სამართლისა და პოლიტიკური ფილოსოფიის საერთო პრობლემები და საკვანძო საკითხები, ჩატარდება მასტერ-კლასები და სემინარები ქართველი და უცხოელი მეცნიერების მოღვაწეობით, გამოიცემა სამეცნიერო პუბლიკაციები. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად გაააქტიურებს დიალოგს სამართალსა და ფილოსოფიას შორის და ხელს შეუწყობს განხილული საკითხების სიღრმისეულ და კრიტიკულ გააზრებას.
პოლიტიკისა და სამართლის ფილოსოფია: განხორციელებული აქტივობები