2024 წლის 22 ივნისს, 14:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის EEU-ს დიდ საკონფერენციო დარბაზში (401) გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, ასოცირებული პროფესორის, დავით წულაიას წიგნის პრეზენტაცია: „ზოგიერთი კრიმინოლოგიური ასპექტი ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით“.
წიგნი დაიბეჭდა სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2023 წლის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის” ფარგლებში, რომელიც საჩუქრად გადაეცემა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
პრეზენტაციაზე, ქრისტიანულ-მართლმადიდებლური მოძღვრებისა და მეცნიერული პოზიციების ჭრილში, განხილული იქნება, კრიმინოლოგიის საგანში შემავალი საკითხების: 1) დანაშაულისა და დანაშაულობის, 2) დამნაშავის პიროვნების, 3) დანაშაულ(ობ)ის დეტერმინანტებისა, და 4) დანაშაულ(ობ)ის პრევენციის ტრანსცენდენტური ასპექტები.
სამიზნე აუდიტორია: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, მეცნიერ-თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და კრიმინოლოგიის საკითხებით დაინტერესებული პირები.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/34mZFhdEqR9eK1EV9