2024 წლის 22 ივნისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა ასოცირებული პროფესორის, დავით წულაიას წიგნის პრეზენტაცია: „ზოგიერთი კრიმინოლოგიური ასპექტი ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით“.
წიგნი დაიბეჭდა სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2023 წლის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის” ფარგლებში, რომელიც საჩუქრად გადაეცა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
პრეზენტაციაზე, ქრისტიანულ-მართლმადიდებლური მოძღვრებისა და მეცნიერული პოზიციების ჭრილში, განხილული იქნა, კრიმინოლოგიის საგანში შემავალი საკითხების:
- დანაშაულისა და დანაშაულობის;
- დამნაშავის პიროვნების;
- დანაშაულ(ობ)ის დეტერმინანტებისა და დანაშაულ(ობ)ის პრევენციის ტრანსცენდენტური ასპექტები.
წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.