საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებულ “დაზარალებულთა კვირეულის” ფარგლებში ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორები ბესიკ ქვარცხავა და ირაკლი ქარდავა, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორ თათია ნუკრაძესთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრის თემა ოჯახში ძალადობა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, დაზარალებულის უფლებები და კოორდინატორის სამსახური იყო. შეხვედრაზე მოეწყო ვიდეო რგოლების ჩვენება, რომელებიც ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეიქმნა.
👉 “დაზარალებულთა კვირეული” 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს 7 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება, პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.