სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (EEU Loyal Box) კლუბის მიზანია უნივერსიტეტში სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის გაძლიერება, სტუდენტებში მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარება და ქველმოქმედებითი, მოხალისეობრივი და საზოგადოებრივი ინიციატივების განხორციელება.
კლუბი ემსახურება:
-
უნივერსიტეტის სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ სოციალური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას;
-
სტუდენტთა მოხალისეობრივი ჩართულობის ხელშეწყობას;
-
მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას საქველმოქმედო აქტივობების საშუალებით;
-
ერთიანობისა და სოლიდარობის ღირებულებების განმტკიცებას;
-
პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებას.
- RED NOSE DAY კამპანია
EEU Loyal Box წარმოადგენს პლატფორმას, სადაც თითოეულ სტუდენტს შეუძლია მცირე წვლილი შეიტანოს დიდი ცვლილების განხორციელებაში და მოიზიდოს შეწირულობები.



































































