ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით EEU-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა; ქალთა მკვლელობა (ფემიციდი).
მომხსენებლები – საქართველოს პროკურატურის თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორები:
მარიამ ბეგიაშვილი;
გურამ კრავეიშვილი;
მარიამ გიგაური (ოჯახურ ძლადობაზე სპეციალიზირებული პროკურორი).
საჯარო ლექციის თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- მსხვერპლთა დაცვის გაძლიერება და დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა;
- ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახური დანაშაულის და სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა;
- დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები;
სამუშაო ენა: ქართული;
საჯარო ლექციის განხორციელების განრიგი: 10.03.2023, 15:00 საათი;
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401
საჯარო ლექცია ტარდება საქართველოს პროკურატურის თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ინიციატივითა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით.