Erasmus+-ის პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) ნიქოზიის უნივერსიტეტის (კვიპროსი) ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი, ანთი ტზიაკოურა ეწვევა.
EEU-სა და ნიქოზიის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, 15 დეკემბერს, 18:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში (201), გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „კვიპროსის განათლების სისტემა და ელექტრონული სწავლების გამოცდილება“.
სპიკერი:
- ანთი ტზიაკოურა – ნიქოზიის უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი. იგი ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობას უცხოეთის პარტნიორ ინსტიტუტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით. ანთი ასევე მუშაობდა როგორც აკადემიური მრჩეველის პოზიციაზე დისტანციური სწავლების დეპარტამენტში, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორად სტუდენტთა მიღების დეპარტამენტში.
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, სხვა დაინტერესებული პირები
სამუშაო ენა: ინგლისური
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 15.12.2025; 18:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, საკონფერენციო დარბაზი – 201


