2023 წლის 13 მაისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში – ,,სასკოლო რა? სად? როდის?“ გაიმართა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის გენერალური სპონსორობით საქართველოს ინტელექტ-კლუბისა და კინგსის პირველი ერთობლივი პროექტი ხორციელდება.
პირველი ტური საქართველოს სხვადსხვა 7 რეგიონში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი) ერთდროულად მიმდინარეობდა და მასში VII-XII კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას;
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გამართულ ინტელექტუალური თამაშის პირველ ტურში თბილისის მასშტაბი 400-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი 1500-მდე მოსწავლე ჩაერთო პროექტში;
შეჯიბრის დაწყებამდე ,,სასკოლო რა? სად? როდის?’’ მონაწილეებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა სიტყვით მიმართა და მათ წარმატება უსურვა.
შეჯიბრს რეგიონებში სუპერლიგის მოთამაშეები, ხოლო თბილისში პირველ ტურს „ბატონი წამყვანი“ – გიორგი მოსიძე წარუძღვა.
,,სასკოლო რა? სად? როდის?“ პირველ ტურში ერთმანეთს 6 წევრისაგან შემდგარი გუნდები შეეჯიბრნენ. თითოეული რეგიონიდან 5 ლიდერი გუნდი გამოვლინდა, თბილისში კი მისი მასშტაბიდან გამომდინარე, 13 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები ითამაშებენ ფინალში.
,,სასკოლო რა? სად? როდის?“ ფინალი 3 ივნისს, თბილისში, კვლავ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართება.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი წარმატებებს უსურვებს თითოეულ გუნდს ფინალში!