პროექტის აღწერა: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის პროცესი, რომელიც კიდევ უფრო ინტენსიური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველო ბოლონიის პროცესის წევრი გახდა. თუმცა, გლობალურ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესი გამოწვევებით არის აღსავსე. უმაღლესი განათლების მარკეტიზაციის შედეგად დასავლურ სამეცნიერო სივრცეში მკვლევრები ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ: მათ სულ უფრო მეტად უწევთ იმის შესახებ ფიქრი, თუ როგორ დააკმაყოფილონ მათთვის წაყენებული კრიტერიუმები (პუბლიკაციები პრესტიჟულ ჟურნალებსა და გამომცემლობებში, კვლევითი გრანტების მოპოვება და ა.შ.) და შეათავსონ ეს პროცესი სასწავლო დატვირთვასთან. ბუნებრივია, რომ ანალოგიური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ქართველი მკვლევრებიც, რომლებსაც გლობალური სტრუქტურული ფაქტორების გავლენის შედეგად, ნეოლიბერალურ გარემოში უწევთ კვლევების განხორციელება. პროექტის მიზანია მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაციის დინამიკის ანალიზი საქართველოში (1991-2021 წწ.), კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი და შემაფერხებელი ფაქტორების დადგენა, კვლევების ინტერნაციონალიზაციის ზეგავლენის შესწავლა პროფესორ-მასწავლებლების აკადემიურ საქმიანობაზე, უმაღლესი განათლების პოლიტიკის ანალიზი ამ კონტექსტში და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა:
- გიორგი თავაძე
- დავით სიხარულიძე
- ვასილ კიკუტაძე
- თამთა ლეკიშვილი
-
კახაბერ ლაზარაშვილი
-
ელენე ზურაბიშვილი