მოცემულ ეტაპზე პროექტის ფარგლებში პრაქტიკული კვლევის (action research) ფოკუსია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების ადგილების სამყარო, ინტერკულტურული დიალოგის განვითარება ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს შორის, ონტოლოგიური განათლების პრინციპების განხორციელება ადგილების შექმნის, აღმოჩენისა და მათზე ზრუნვის შედეგად. ონტოლოგიური განათლების იდეა უპირისპირდება თანამედროვე უმაღლეს განათლებაში გაბატონებულ (და გაფეტიშებულ) გაზომვადობის პრინციპს, რომელიც სწავლის შედეგების რაოდენობრივ გამოხატვას ემყარება და არაგაზომვად შედეგებს დიდწილად, უგულებელყოფს. ონტოლოგიური განათლება არ უარყოფს ეკონომიკური განზომილების მნიშვნელობას, თუმცა ის, უპირველესად, სტუდენტის პიროვნულ ზრდაზეა ორიენტირებული.
პროექტის ფარგლებში იმართება ყოველკვირეული არაფორმალური შეხვედრები სტუდენტებთან, რომლებზეც დასწრება თავისუფალია. შეხვედრას ზოგჯერ პროექტის ხელმძღვანელი წარმართავს, ზოგჯერ კი – თავად სტუდენტები. გარდა ამისა, პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივით, პერიოდულად ეწყობა გასვლითი ღონისძიებები თბილისში და მის ფარგლებს გარეთ. პროექტში ჩართული სტუდენტების ნაწილი წერს დღიურს, რომელშიც ისინი აღწერენ საკუთარ გამოცდილებებს და დამოკიდებულებებს ადგილებთან და სივრცეებთან მიმართებით. იგეგმება აღნიშნული დღიურების გამოქვეყნება კრებულის სახით, რომელსაც თან დაერთვება პროექტის აღწერა.
უფრო დაწვრილებით პროექტის შესახებ იხ. პოსტი ბლოგზე „უმაღლესი განათლება საქართველოში“
სამუშაო ჯგუფი:
გიორგი თავაძე
ქეთევან აფთარაშვილი
ვანდანა კანვარი
ადიტია სინგჰ რათორი
შრიაშ საჩინ დჰუსი
დიშა პანკაჟ გუჯარათი
ქუშბუ არშად შაიხი