სამართალმცოდნეობის დოქტორი
მიმართულება: საერთაშორისო სამართალი;
შალვა კვინიხიძე არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. ის არის ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო სკოლის კურსდამთავრებული. აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული გამოცდილება. გასულ წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებში საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტების ხელმძღვანელი; საქართველო-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი და შიდაუწყებრივი სამუშაო ჯგუფის წევრი; საქართველო – სამართალდამცავთა სწავლების ევროპულ სააგენტოს (CEPOL) შორის შეთანხმებაზე მომლაპარაკებელი დელეგაციის ხელმძღვანელი; საქართველო – ევროპოლს (EUROPOL) შორის სტრატეგიული და ოპერატიული დონის შეთანხმებაზე მომლაპარაკებელი დელეგაციის ხელმძღვანელი; ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსა (FRONTEX) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ახალ სამუშაო შეთანხმებაზე მომლაპარაკებელი დელეგაციის ხელმძღვანელი. დაჯილდოვებულია აშშ საელჩოს, ბრიტანეთის საელჩოსა და ესტონეთის ქვეყნის ჯილდოებით.
შალვა კვინიხიძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის მომხსენებელი, მონაწილე და მოდერატორი. არის მაქს-პლანკის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასოცირებული წევრი და საერთაშორისო საზღვაო სამართლისა და პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი.