2021 წლის 20 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუდსმენის ოფისის ინიციატივით მოეწყო საგანმანათლებლო ტური რკონში!
EEU-ს სტუდენტებმა მოინახულეს:
- ფავნისის ეკლესია;
- ერთაწმინდა;
- ჩაჩუბეთის ეკლესია;
- თამარ მეფის ხიდი.
ტურის მიზანი იყო სოციალური ურთიერთობების, ნდობისა და პატივისცემის გაღრმავება. ამასთანავე, ტური მოიცავდა სხვადასხვა გასართობ და ინტელექტუალურ თამაშებს.
EEU-ს სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი მომავალშიც გეგმავს არაერთ საინფორმაციო და საგანმანთლებლო სახის აქტივობას.