როზა ლუქსემბურგის ფონდის სასტიპენდიო დეპარტამენტი აცხადებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სტუდენტების მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებებზე გერმანიაში სასწავლებლად. მონაწილეები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობით.
უპირატესობა მიენიჭებათ მდედრობითი სქესის წარმომადგენელ კანდიდატებს და ასევე კანდიდატებს არა აკადემიური/მიგრანტი ოჯახებიდან, სოციალურად შეჭირვებულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, რომლებიც გარკვეული მიღწევებით და მაღალი მოტივაციით გამოირჩევიან.
სწავლის საფასური უცხოელი სტუდენტებისათვის არ იქნება ფონდის მიერ დაფარული.


