12 ოქტომბერს, 18:30 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართება ტრენინგი: ,,EEU-ს საბიბლიოთეკო სერვისები და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის პრინციპები’’.
ტრენინგის მიზანია სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაზრდა.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- EEU-ს საბიბლიოთეკო რესურსები და სერვისები;
- საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის პრინციპები.
სპიკერი: გვანცა კობახიძე, EEU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები
სამუშაო ენა: ქართული
ტრენინგის განხორციელების განრიგი: 12.10.2022, 18:30 საათზე;
ხანგრძლივობა: 1 საათი
ტრენინგის ფორმატი: ჰიბრიდული (დისტანციურად და პირისპირ)
პირისპირ ფორმატში ტრენინგის განხორციელების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU); მცირე საკონფერენციო დარბაზე, 201
ტრენინგზე დისტანციურად დასწრების ბმული: https://bit.ly/3viOPZK