29 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თვითმმართველობასა და მისი წევრობის კანდიდატებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა თვითმმართველობის 2023 წლის სამოქმედო გეგმა და თითოეული წევრის ჩართულობის მნიშვნელობა ამ პროცესის განხორციელებაში.
წლიური სამოქმედო გეგმა წარადგინეს თვითმმართველობის პრეზიდენტმა მირიან მიქავამ და სხვადასხვა კომიტეტის წევრებმა: ქრისტინე ადეიშვილი; მეგი ქოქოლაძე; ზურა წიკლაური.
პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია;