აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 20 მარტს გაიმართა საჯარო ლექცია: „საწარმოო და სამხედრო ტერიტორიების კონვერსია”.
შეხვედრის მიზანი არქიტექტურის, როგორც პროფესიის, შესახებ ცნობიერების ამაღლება და აუდიტორიის ინტერესის გაღვივება იყო.
საჯარო ლექცია წაიკითხა მერაბ ბოლქვაძემ – EEU-ს პროფესორმა, არქიტექტურის დოქტორმა, ააიპ სითი ინსტიტუტი საქართველოს დირექტორმა:
ღონისძიების ფარგლებში არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გაეცნენ:
- კონვერსიას – რეორიენტაციის უცხოურ გამოცდილებას;
- კონვერსიას როგორც ქალაქის ურბანული განვითარების ფაქტორს;
- ქუჩებს, მოედნებს, პარკებს, საჯარო სივრცეებს სამეცნიერო ქალაქში.
საჯარო ლექცია სტუდენტების აქტიური ჩართულობით ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა დასვეს კითხვები და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.