
ღია კარის დღეების ფარგლებში 29 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია: ,,საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია”. ღონისძიების მიმდინარეობისას სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოსცადონ თავი მოლაპარაკებების ხელოვნებაში.
სპიკერი: გიზო ჭელიძე – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციის და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსი.
სამიზნე აუდიტორია: მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 29 აპრილი, 14:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ARPYJR3jGfvVdL3n8