აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) უწყვეტი განათლების ცენტრის (LLC) ორგანიზებით 26 ივნისს, 19:00 საათზე, EEU-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია: „განათლება თუ გამართლება“.
სპიკერი: დავით ჩერქეზიშვილი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და დამფუძნებელი, EEU აკადემიური კოლეგიის თავმჯდომარე, ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
სამიზნე ჯგუფი: ყველა დაინტერესებული პირი
სამუშაო ენა: ქართული
საჯარო ლექციის განხორციელების განრიგი: 26.06.2023, 19:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401
საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/XH9CFwKhwPieXHCP9
დასწრება თავისუფალია!