მიმდინარე წლის 15 ივლისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თვითმმართველობასა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა; შეხვედრის ფარგლებში თვითმმართველობამ სასწავლო სემესტრის დასასრულს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მ/შემსრულებელ კახაბერ ლაზარაშვილთან და განათლების დეპრატამენტის ხელმძღვანელ ქეთევან აფთარაშვილთან ერთად განიხილა მომავალი აქტივობები და ხედვები;
გარდა მომდევნო სასწავლო წლის სამოქმედო გეგმისა, თვითმმართველობის პრეზიდენტმა მირიან მიქავამ და გუნდის წევრმა – სოფიო ბაიდაურმა დამსწრე პირებს წარუდგინეს პრეზენტაცია განხორციელებული აქტივობების შესახებ, შეაჯამეს ძირითადი მიღწევები და იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე;