flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

სასწავლო პროგრამა-კონკურსი: „სარეკრეაციო სივრცის მოწყობა ახალი კამპუსის ეზოში“

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის საპროექტო-კვლევითი ბიურო არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებისთვის აცხადებს სპეციალურ სასწავლო პროგრამა-კონკურსს თემაზე: „სარეკრეაციო სივრცის მოწყობა ახალი კამპუსის ეზოში“.

კონკურსის მიზანი
კონკურსში მონაწილეობის წესი
სასწავლო პროგრამა-კონკურსის წარდგენის პირობები
პროგრამა-კონკურსის სპეციფიკა და შესრულების მანერა
ძირითადი გეგმარებითი კონცეპტი
პროგრამა-კონკურსის სამუშაო ენა
პროგრამა-კონკურსის მნიშვნელოვანი თარიღები და ნამუშევრების წარმოდგენის ფორმა
გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და პრიზები
კონკურსის მიზანი
პროგრამა-კონკურსი სპეციალური ტრენინგის სახეს ატარებს და ამავდროულად, სტუდენტების შემოქმედებითი შეჯიბრის სახით კრეატიული აზროვნების განვითარებაზე მიმართულ სტიმულატორს წარმოადგენს. პროგრამა-კონკურსი ემსახურება სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნის განმტკიცებას

კონკურსის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის ტერიტორიაზე, ქ. თბილისში, ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, აშშ საელჩოს მიმდებარედ), სარეკრეაციო სივრცის მოწყობისთვის დამუშავდება არქიტექტურული ესკიზები.

კონკურსში მონაწილეობის წესი
  • პროგრამა-კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის არქიტექტურის დარგის სტუდენტებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად;
  • ჯგუფების შემადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს 4 მონაწილეს;
  • ჯგუფები შესაძლებელია დაკომპლექტდეს სხვადასხვა სემესტრის/კურსის სტუდენტებით;
სასწავლო პროგრამა-კონკურსის წარდგენის პირობები
  • სარეკრეაციო სივრცე უნდა დაპროექტდეს სასწავლო კორპუსის უკან, გეგმარებით დავალებაში მითითებულ (იხ. გენერალური გეგმა) თავისუფალ ნაკვეთზე ( 1435 კვ.მ);
  • კონკურსზე წარმოსადგენი ყველა მასალა შესრულებული უნდა იყოს გეგმარებით დავალებაში მითითებული პარამეტრების დაცვით და სივრცითი ორგანიზაციის მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • არქიტექტურული ესკიზები წარმოდგენილ უნდა იქნას გეგმარებით დავალებაში მითითებულ მასშტაბებში და კომპოზიციურ ფორმატში;
  • წარმოსადგენი მასალის გრაფიკული შესრულებისთვის და ესკიზების ელექტრონულად წარმოდგენისთვის სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ მითითებული პროგრამები.
პროგრამა-კონკურსის სპეციფიკა და შესრულების მანერა

სტუდენტებს არ მოეთხოვებათ არქიტექტურული პროექტის სრულად დამუშავება. კონკურსის პირობით განსაზღვრულია მხოლოდ პრინციპიალური ესკიზების შექმნა.

ნამუშევრების შეფასებისას მთავარი აქცენტი გაკეთდება იდეის რეალურობაზე. მნიშვნელოვანი ყურადღება, აგრეთვე, მიექცევა გადმოცემის მხატვრულ-ესთეტურ მხარეს.

ძირითადი გეგმარებითი კონცეპტი

მონაწილეების მიერ შესრულებული ესკიზები უნდა მიესადაგებოდეს კამპუსის საერთო არქიტექტურულ სტილისტიკას და ხელს უწყობდეს ფსიქო-ფიზიოლოგიური კომფორტის შექმნას სტუდენტების, აკადემიური პერსონალის და ვიზიტორებისთვის.

დასაპროექტებელი ობიექტისთვის შერჩეული მასალა, საერთო კომპოზიციური სქემა, არქიტექტურულ-მხატვრული იერსახე მიზანშეწონილია იყოს მაქსიმალურად იოლად აღსაქმელი. სარეკრეაციო სივრცე ტექნოლოგიურად არ უნდა წარმოადგენდეს რთულად ასაგებ/დასამონტაჟებელ ობიექტს.

პროგრამა-კონკურსის სამუშაო ენა

კონკურსის სამუშაო ენა არის ქართული. ესკიზებში გამოყენებული ყველა დასახელება და ტერმინი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულად.

პროგრამა-კონკურსის მნიშვნელოვანი თარიღები და ნამუშევრების წარმოდგენის ფორმა
  • წინასწარი რეგისტრაცია – 2022 წლის 6 მაისი – 12 მაისი;

(სასწავლო პროგრამა-კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ინდივიდუალურად ან ჯგუფურად უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/44c65vuzoLorFpTQ8)

  • კონკურსის ნამუშევრების წარდგენა: 2022 წლის 6 მაისი – 17 ივნისი;
  • შედეგების გამოცხადება: 20 ივნისი – 1-ელი ივლისი.

ნამუშევრების წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული წესით,  ელ-ფოსტაზე: business@eeu.edu.ge

გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და პრიზები

პროგრამა-კონკურსში მონაწილე პროექტებისგან ჟიური შეარჩევს 3 საუკეთესო პროექტს, რომლებიც იქნებიან პრემირებული ორგანიზატორის მიერ. ჟიურის შემადგენლობა წინასწარ არ სახელდება. ჟიურის წევრებს ეკრძალებათ მონაწილეებისთვის კონსულტაციების გაწევა და რაიმე სახით მათი დახმარება.

გამარჯვებულ პროექტებში საუკეთესოს მიეცემა რეკომენდაცია რეალიზაციისთვის.

გამარჯვებული პროექტის ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:

I ადგილი – 500 ლარი

II ადგილი – 350 ლარი

III ადგილი – 200 ლარი

ენუქიძის ქ.6
032 2 48 01 41
Business@eeu.edu.ge

ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ყირგიზეთის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University