2019 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები ეწვივნენ.
EEU-ს სტუდენტებს მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი, პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი შეხვდა და ესაუბრა უზენაესი სასამართლოს ფუნქციის, საქმიანობის, მოსამართლის როლისა და პროფესიული უფლება-მოვალეობების შესახებ. გადა ამისა, სტუდენტებთან ერთად განიხილა რამდენიმე კაზუსი/სასამართლო პრაქტიკა.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა დაათვალიერეს მართლმსაჯულების მუზეუმი.
იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით მსგავსი ტიპის ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება.