კომპანია ,,უსაფრთხო გარემოს“ ინიციატივითა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) უწყვეტი განათლების ცენტრის (LLC) ორგანიზებით მიმდინარე წლის 4-7 აპრილს EEU-ს თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგ-კურსი: ,,სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ადმინისტრაციული უსაფრთხოება“.
კურსის მიზანი იყო:
- თანამშრომლებისთვის სახანძრო, ელექტრო უსაფრთხოების და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარების გაუმჯობესება;
- კრიზისული სიტუაციების დროს თანამშრომელთა მიერ ორგანიზებული ქცევის უნარების ჩამოყალიბება შესაძლო საფრთხეების და უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით.
ტრენერები:
- ნუგზარ მელაძე – კომპანია ,,უსაფრთხო გარემო“ – დირექტორი;
- ნინო მელაძე – მედიცინის მუშაკი, პირველადი დახმარების ტრენერი.
კურსის ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
- სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოება;
- პირველადი სამედიცინო დახმარება;
- უსაფრთხოების ნორმები.
ტრენინგები პერსონალის აქტიური ჩართულობით ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.